ენერგიის ალტერნატიული წყაროები სულ უფრო პოპულარული ხდება. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მხრივ სანიმუშო ქალაქად შეგვიძლია დავასახელოთ სევილია - სამხრეთ ესპანეთის ფინანსური და კულტურული ცენტრი. აქ მსოფლიოში პირველად აიგო კომერციული მზის ელექტროსადგური.ტერიტორია სევილიასთან, სადაც მზის ელექტროსადგურია განლაგებული, ნამდვილ სარკისმიღმა ქვეყანას გვაგონებს.