doctor Who-ს ახალი ვარსკვლავი უკვე დასახელდა და ცნობილი გახდა, რომ პოპულარული შოუს ახალ სეზონში მთავარ როლს შუტი გატვა შეასრულებს. გატვა პირველი შავკანიანი კაცი მსახიობია, რომელიც ამ სამეცნიერო-ფანტასტიკურ შოუში მთავარ როლზე დაამტკიცეს.
29 წლის შუტი გატვა რუანდაში დაიბადა და მაყურებელმა ის ნეტფლიქსის შოუდან, სახელად Sex Education გაიცნო. როგორც მსახიობი ამბობს, Doctor Who-ში მთავარი როლის მიღება მისთვის ძალიან დიდი პატივია. "ეს შოუ ჩემთვის და მსოფლიოს მრავალი მაყურებლისთვის ძალიან ბევრ ნიშნავს. მთავარი როლის შესრულებას კი უამრავი ნიჭიერი მსახიობი გაუმკლავდა, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. Doctor Who-ში მთავარი როლის შესრულება ჩემთვის დიდი პატივია და რა თქმა უნდა, ცოტათი ვღელავ კიდეც. მე შევეცდები, რომ ჩემი წინამორბედების მსგავსად, ამ როლისთვის მაქსიმალური გავაკეთო", — ამბობს გატვა.
შეგახსენებთ, რომ შუტი გატვა Sex Education-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესო კაცი მსახიობის კატეგორიაში 2020 წელს BAFTA-ს გამარჯვებული გახდა.