ზამთარი ბევრი ადამიანისთვის ასოცირდება ვირუსებთან, გაციებასთან და ინფექციურ დაავადებასთან. ასევე, გაღიზიანებასთან და ცუდ განწყობასთან. იცვლება გარეგნობაც - კანი ფერმკრთალი ხდება, სიცივეში შრება და იქერცლება, თმაც შრება და იმსხვრევა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ვიტამინების ნაკლებობაა.
ადამიანის ორგანიზმს ზამთარში განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგან ეს პერიოდი ჩვენი იმუნიტეტისთვის ნამდვილი გამოცდაა. იმისთვის რომ ძალა, ენერგია, ჯანმრთელობა და სილამაზე შეინარჩუნოთ ზამთარში კვებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ.