გრიპის ვირუსის გამო სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობა, მედიკოსების ინფორმაციით გაზრდილია. თუმცა კლინიკებში , აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით სერიოზული გართულების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მედიკოსების თქმით წლის ამ პერიოდისთვის გრიპისა და გაციების შემთხვევების ზრდა დამახასიათებელია. ექიმები ინფექციური დაავადებისგან დასაცავად მოსახლეობას პროფილაქტიკური ზომების მიღებას ურჩევენ. ცნობისთვის ეიჩერთი ენერთი გრიპით გარდაცვალების 2 შემთხვევა ქვეყანაში ოფიციალურად უკვე გამოვლინდა. ამ ზამთარს შუახნის ქალი ბათუმში, ქუთაისში კი ორსული ქალი დაიღუპა.