შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებას ეხმაურება. როგორც სკოლის დირექტორის, ელგუჯა დავითაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შაჰინის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.სკოლის დირექტორი ცენტრის ხელმძღვანელებს მოუწოდებს ”თავი დაანებონ საზოგადოებისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას” და ”დროულად აღმოფხვრან შაჰინის სახელობის სკოლის მიმართ დაშვებული კანონდარღვევები”. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე განცხადება გუშინ გაავრცელა.განცხადებაში ცენტრი აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების მიზეზებს განმარტავდა.