გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შსს-ში გამოკითხვები მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებაში იმყოფებიან იმ წვეულებაზე მყოფი ახალგაზრდები, რომელზეც 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელიც იყო.
ამასთან საგამოძიებო უწყებას ჩვენება მისცეს კიდევ რამდენიმე ავტომობილის მძღოლებმა და მგზავრებმა, რომლებიც მცხეთაში ფიქსირდებიან.
როგორც გამოკითხვის შემდეგ ერთ-ერთმა პირმა განმარტა, ის წვეულებას ნამდვილად ესწრებოდა, თუმცა არც კონფლიქტში მიუღია მონაწილეობა და ჩხუბის დეტალები მისთვის უცნობია.