ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ადვოკატი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სხდომის გადადების შუამდგომლობას დააყენებს.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატს, მაღალი ტემპერატურა აქვს და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოში გადაჰყავს. აღნიშნულ უფლებადამცველს იმ ადვოკატთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა.
ბრალდებულ არჩილ გაგნიძის უფლებადამცველის, ვასილ მამულაშვილის განმარტებით, ისინი სხდომის დისტანციურ რეჟიმში ჩატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
შეგახსენებთ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, არასრულწლოვნებს ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.