მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით დღეს გაგრძელდება.
ადვოკატ როსტომ კერესელიძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშვილი დაიკითხება. ადვოკატის თქმითვე, შესაძლებელია ასევე მოსამართლის წინაშე გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის დედაც გამოიკითხოს. როსტომ კერესელიძის განცხადებით, მას გურამ ამირხანაშვილთან ავტობანზე მომხდარი ფაქტის შესახებ ექნება შეკითხვები.