00:09
4 ივნისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
შაქარი მცირე რაოდენობით უნდა იყოს ჩვენს ყოველდღიურ რაციონში
27-02-2019

შაქრის მოხმარების შეზღუდვისკენ ექიმები ხშირად მოგვიწოდებენ. თუმცა, ეს ცნება ზოგადი რეკომენდაციაა და კონკრეტულ დოზებს არ გვიწესებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადაწყვიტა მეტი სიცხადე შეიტანოს შაქრის შეზღუდვის კამპანიაში. ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ პროდუქტზე აბსოლუტური უარის თქმა არ შეიძლება, მეტიც - შაქარი მცირე რაოდენობით მაინც უნდა იყოს ჩვენს ყოველდღიურ რაცი-ონში.

"ნორმალური წონის ზრდასრულმა ადამიანმა, შაქრიანი დიაბეტის, კარიესის და სიმსუქნის საფრთხე რომ არ დაემუქროს, ყოველდღიურად 6 ჩაის კოვზი  შაქარი უნდა მიიღოს" - ასეთია ორგანიზაციის ექსპერტების დასკვნა, რომელიც ბავშვებისა და მოზრდილებისთვის დამტკიცებულ ახალ რეკომენდაციებში შევიდა.

სპეციალისტების განმარტებით, შაქრის ეს რაოდენობა ყოველდღიურად მიღებული კალორაჟის დაახლოებით, 5%-ს შეადგენს. საყურადღებოა ისიც, რომ ახალი ნორმა განახევრებულია იმასთან შედარებით, რასაც ორ-განიზაცია 2002 წელს გვირჩევდა.
შემოთავაზებულ ნორმაში იგულისხმება როგორც მონოსაქარიდები , ასევე დისაქარიდები . დაკვნის ავტორები თქმით, ხალხს ავიწყება, რომ შაქარს იმ პროდუქტებისდნაც იღებენ, რომლებსაც ტკილი გემო საერთოდ არა აქვს. მაგალითად შაქარი შედის ბევრ გადამუშავებულ პროდუქტში, სასმე-ლებსა და სოუსებში, კეტჩუპში -1 კოვზი კეტჩუპი 4 გრ. შაქარს შეიცავს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები