ამერიკელმა სტომატოლოგებმა ჩაატარეს გამოკვლევა, რომლის შედეგები მილიონობით შაკიკით დაავადებულს განკურნების იმედს აძლევს. ექიმი მარკ ფრიდმანი მიიჩნევს, რომ "უმიზეზო" თავის ტკივილებს იწვევს უმნიშვნელო ანთებები ზედა ყბის საღეჭი კბილების ფესვებთან. ანთების შედეგად წარმოიქმნება ლოკალური კრუნჩხვითი რეაქციები, რომლებიც ზედა ყბის კბილების ნერვებზე წნევას ზრდის. სწორედ ეს ხდება თავის ტკივილის მიზეზი.ამჟამად დოქტორი ფრიდმანი და მისი კოლეგები ქმნიან ანთების საწინააღმდეგო ახალ გელს, რომელიც ლოკალური კრუნჩხვის სიხშირესა და ძალას შეამცირებს. ექიმები ვარაუდობენ, რომ ახალი პრეპარატი შაკიკიან პაციენტთა 80 %-ს შეტევებისგან იხსნის და იმედი აქვთ, რომ პრეპარატს უახლოეს მომავალში პრაქტიკაში წარმატებით დანერგავენ.