შალვა პაპუაშვილი ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ირლანდიის სენატის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ მორიგ რეზოლუციაზე, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.
ჯო მაკჰიუმ აღნიშნა, რომ ირლანდიის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას.