უმრავლესობის დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე „ქართული ოცნების" არყოფნის მიზეზი ის იყო, რომ "ქართული ოცნების" პოზიცია მათ ხელის მოწერით უკვე დააფიქსირეს და შესაბამისად, გუშინდელ შეხვედრაზე საკონსულტაციო ოპოზციის მიმართულებით იყო. მისი თქმით, ბურთი ოპოზიციის მხარესაა.
შალვა პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა გიორგი რურუას საკითხს და მისი თქმით, ის პოლიტიკოსი არ არის, მსჯავრი აქვს იარაღის უკანონო ტარებაზე და ამ თემის პოლიტიკური შეთანხმების საკითხში შეტანა მართლმსაჯულებაში პირდაპირი და უხეში ჩარევაა.