გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განმარტებით საერთაშორისო ექსპერტები არა პირადად მან არამედ პროკურატურამ დაიქირავა. ასე უპასუხა მან "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების საქმეზე უცხოელი ექსპერტების დაქირავებასთან დაკავშირებულ შეკითხვას.
თადუმაძე განმარტავს, რომ წლების მანძილზე ექსპერტების ფუნქცია ყველა გახმაურებულ საქმეზე, საერთაშორისო ანალიზის საფუძველზე, პროკურატურისთვის რჩევების მიცემა და კონსულტაციების გაწევაა. გენერალური პროკურორი ამბობს, რომ პირადად მისთვის დასკვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა.