ფრანგული კომპანია აწარმოებს შამპანურს, რომლის დალევა კოსმოსში, ნულოვან გრავიტაციაში შეიძლება. კოსმოსის ტურისტებს ახლა უკვე შეუძლიათ თავიანთი მოგზაურობა კოსმოსურ ხომალდში ჭიქა შამპანურით აღნიშნონ. ფრანგულმა შამპანიურის მწარმოებელმა G.H. Mumm და სტარტაპმა Spade შეიმუშავეს მიკროგრავიტაციაში შამპანურის დალევის ახალი მარტივი მეთოდი.მოწყობილობის დიზაინი საგანგებოდ არის შემუშავებული იმისთვის, რომ ბოთლიდან სასმელი ნელ-ნელა პატარა რაოდენობით გადმოვიდეს. მისი ტექნოლოგია აკონტროლებს შამპანურში გაზის წნევას რომლის მეშვეობით სითხე გარეთ გამოდის. კოსმონავტებს შეუძლიათ მოტივტივე შამპანურის ღრუბელი საგანგებოდ სასმელისთვის დამზადებული პატარა ჭიქით დაიჭირონ და დალიონ. როგორც, კომპანიაში, აცხადებენ, შამპანური ბაზარზე 2018 წლის სექტემბერში გამოჩნდება. იდეის ავტორებმა ნულოვან გრავიტაციასთან გამკლავება, ბოთლის ინოვაციური დიზაინით გადაწყვიტეს. როგორც Grand Cordon Stellar -ის შემქმნლები აცხადებენ, კოსმოსური ტურების დროს მგზავრებს შამპანურით გაუმასპინძლდებიან. ამ ეტაპზე მოლაპრაკეკებს აწარმოებენ ფრანგულ კომპანიასთან, რომელიც ახორციელებს ტურებს კოსმოსში. იდეის ავტორების თქმით,შამპანურის მიკროგრავიტაციაში ამ გზით დალევა ძალიან სახალისო და განსხვავებული გამოცდილება იქნება ხომალდის მგზავრებისთვის. ნულოვანი გრავიტაციის გამო პირში მოხვედრილი სასმელი მყისიერად ედება მთელ პირის ღრუს და საოცარ შეგრძნებებს იწვევს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სასმელი ნაკლებად გაზიანი, უფრო ხავერდოვანი ხოლო მისი გემო უფრო დახვეწილია. Mumm არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მიკროგრავიტაციისთვის საგანგებოდ ქმნის სასმელს. ავსტრალიური კომპანია 4 Pines Brewing საინჟინრო კომპანიას დაუმეგობრდა და დაიწყო მიკროგრავიტაციისთვის ლუდის ბოთლის დიზაინის შემუშავება. როგორც ამბობენ, ინოვაციური ბოთლით ლუდის დალევა ახლა უკვე კოსმოსშიც იქნება შესაძლებელი.