ახალი წლიდან მერია შარდენის ქუჩაზე საკვები ობიექტების გარეთ არსებული მაგიდების (კონსტრუქციების) დემონტაჟის დაწყებას გეგმავს. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ჯაყელი განმარტავს, დემონტაჟის შესახებ დადგენილება მხოლოდ იმ საკვებ ობიექტებზე გავრცელდება, რომელთაც ტერიტორიის გარეთ კონტრუქციების არსებობის შესახებ მერიისგან ნებართვა არ ექნებათ.