SUSTAIN Sport Heated ეს არის შარფი, რომელიც გამოყოფს სითბოს და მყისიერად გათბობთ. როგორც ამბობენ, ხელსახვევი გამოიმუშავებს სითბოს და ათბობს თქვენს სხეულს ზამთრის სუსხიან დღეებში. ის მსუბუქია და დამზადებულია გრაფენის ბოჭკოვანი ქსოვილისგან. ის ადვილად იწოვს სისველეს და თვქვენს კისერს უნარჩუნებს სიმშრალეს. შარფს სულ რაღაც 15 წამი სჭირდება რომ გამოყოს სითბო. იდეის ავტორების თქმით, კაშნე საოცრად პრაქტიკული და ადვილი სახმარია, მის შემოხვევას და მოხსნას რამდენიმე წამი სჭირდება. ის ადვილად მაგრდება მაგნიტების საშუალებით. შარფი მუშაობს ენერგო ბანკზე, რომელიც მას მოყვება. საკმარისია შარფში მოათავსოთ ენერგო ბანკი , ღილაკს თითი დააჭიროთ და მალე თქვენ იგრძნობთ სასიამოვნო სითბოს. თითო დატენვაზე შარფს 3 საათის განმავლობაში შეუძლია მუშაობა. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ დამატებით დიდი ზომის ენერგო ბანკის გამოყენება, მისი ჯიბეში ჩადება და USB დამაგრძელებლით დაკავშირება . იდეის ავტორების თქმით, შარფი ინფრარედ გამოსხივების მეშვეობით ხელს უწყობს სითბოს გამოყოფას, რომელიც ღრმად აღწევს კანში და კისერსა და ყელსახვევს შორის მიკრო კლიმატს ქმნის. გარდა ამისა, შარფი ვერცხლის პატარა ნაწილაკებისგან შედგება, რომელიც ბაქტერიების შემოღწევსიგან გიცავთ. რადგან ყელსახვევს პირთან საკმაოდ ახლოს ვატარებთ, ბაქტერიების შემოღწევის დიდი შანსია, SUSTAIN Sport Heated კი გიცავთ ბაქტერიებისგან და ალერგიის გამომწვევი ნივთიერებებისგან.