ამ შემთხვევაში ძალიან კმაყოფილი დარჩა რუსეთი. გუშინ ჩემთვის გამოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებს და არა ბრიუსელიდან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა.როგორც სამადაშვილი აცხადებს, მხარეებს შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების გამო საქართველო და ქართველი ხალხი დაზარალდა, რადგან შეთანხმება ამომრჩევლის უმრავლესობის დაკვეთა იყო.