სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარს გადააჭარბა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი 3-ჯერ გაიზარდა და 120 ათას ტონას აღემატება. იმისათვის, რომ ვაშლის აღების სეზონზე, დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, ფერმერებს არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა და მიიღონ შემოსავალი, შემუშავდა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტი, რომელიც 1 კგ არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შემთხვევაში საწარმოებისთვის 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიის გაცემას ითვალისწინებს. სუბსიდიის შედეგად, ფერმერი 1 კგ არასტანდარტული ვაშლის სანაცვლოდ, მინიმუმ, 0.22 ლარს მიიღებს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბი უკვე ამოქმედდა.