შარვალჩახდილი აქტივისტები საოკუპაციო ხაზთან: აქცია-პერფორმანსი სოფელ ატოცში - Palitra News

შარვალჩახდილი აქტივისტები საოკუპაციო ხაზთან: აქცია-პერფორმანსი სოფელ ატოცში

2018-11-10 15:10:01+04:00

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, ახალგაზრდები, „გირჩის“ წევრები და საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე საპროტესტო აქცია-პერფორმანს მართავენ. საოკუპაციო ხაზთან შეკრებილები უკანონო ბორდერიზაციას, მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენლები.საოკუპაციო ხაზთან გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ამასთან, აქციაზე შეკრებილები სკანდირებენ - „ცხინვალი საქართველოა“ , „არა რუსულ ოკუპაციას!“ ამასთან, აქციაზე მყოფმა ზურაბ ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს ერთგვარი პერფორმანსის გამართვისკენ მოუწოდა, რათა დღევანდელი აქცია საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოქცეულიყო. „გირჩის" ლიდერმა და აქტივისტებმა ატოცში საპროტესტო აქციაზე შარვლები ჩაიხადეს.

იხილეთ: რა გზავნილი გაუშვეს შარვლების ჩახდით ოკუპანტების მიმართ ატოცში - ზურა ჯაფარიძის განმარტება აქცია-პერფომანსზე