საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში პრემიერი შატილის საჯარო სკოლის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხმაურება და აცხადებს, რომ სოფელში ახალი სკოლა აშენდება. შატილში საჯარო სკოლის შენობა დაიწვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.