სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის დროს ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე შესაძლოა შეღავათები გავრცელდეს. საკითზე ეკონომიკის სამინისტრო და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ერთდროულად მუშაობს. შესყიდვებში უკვე წლებია აქტიურად მონაწილეობს საქკაბელი. კომპანიის დამფუძნებელი ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით 10%-იანი შეღავათის დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს. ედიშერ მამალაძის განმარტებით, სახელმწიფო ტენდერებში ხშირ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი კომპანიები მონაწილეობენ, რომლებიც დაბალი ფასით მანიპულირებენ. მათ შორის კი უმრავლესობა იმპორტიორია.