02:48
23 მაისი, 2022, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტს გადაჰყვა - მამუკა ხაზარაძე
26-01-2022

“შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტს გადაჰყვა”, - ამის შესახებ ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ Ambebi.ge-ს სპეცპროექტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე საუბარი მთავრობის მხრიდან მხოლოდ რიტორიკა იყო და ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერების მიზნით ტარდებოდა.

„ვინმესთვის უნდა დაებრალებინათ ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერება, იმას ხომ არ იტყოდნენ, რომ ეს სახელმწიფოს ინტერესშია, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ დაგვაბრალეს და ეს რომ არ გამოუვიდათ, მერე „ფულის გათეთრების“ ცნობილი საქმე დაიწყეს. დეტალებში აღარ შევალ, მე მგონი, საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა ფაქტი, რომ ორი წელია გასული, რაც ჩვენ ანაკლიაში არ ვართ და პროექტი ისევ გაჩერებულია, სახელმწიფომ მისი დაძვრისთვის არაფერი გააკეთა. გაკეთებაში ვგულისხმობ გზის, რკინიგზის მშენებლობას, ტენდერის გამოცხადებას, ინვესტორების მოძიებას და ა.შ. პირიქით, იმ ინვესტიციის ექსპროპრიაცია გააკეთა, რაც ჩვენმა ამერიკელმა, ჰოლანდიელმა, უზბეკმა, ინგლისელმა, ბულგარელმა ინვესტორებმა ჩადეს. შესაბამისად, მე მგონი, ეს რიტორიკა ყველასთვის ნათელია - სახელმწიფომ პროექტი ჩააგდო”, - აღნიშნა ხაზარაძემ.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, ანაკლიის პორტის პროექტისადმი მხარდაჭერა მართლაც იყო.

„შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტს გადაჰყვა. მეორე შემთხვევაში, როცა მამუკა ბახტაძე დაინიშნა, მისდა მოულოდნელად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პომპეომ პორტის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და მეორე დღესვე გააქტიურდა მათ მიერვე გაჩერებული ანაკლია; გაჩერებული იყო, რადგან მათ ინვესტორებს პირდაპირ უთხრეს, - ცოტა ხნით გაჩერდით, ჩვენ ამ ხალხთან (ჩემთან და ბადრი ჯაფარიძესთან) რაღაც გასარკვევი გვაქვსო… ეს იყო გაჩერების ტაქტიკა, თუმცა არ ელოდნენ, რომ სახელმწიფო მდივანი ასეთ განცხადებას გააკეთებდა. მეორე დღესვე დაგვიკავშირდნენ ამერიკელი ინვესტორები და გვითხრეს, რომ წინა დღეს პრემიერთან უკვე ისაუბრეს და 2019 წლის აგვისტოში დამთავრდებოდა ინვესტიცია. ერთ თვეში თანამდებობიდან ხსნიან მამუკა ბახტაძეს, მოდის გიორგი გახარია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ჩაფიქრებულ გეგმას, რომ ანაკლია არ აშენებულიყო, ასრულებს.

კონსტიტუციაში რა წერია? ანაკლიას უნდა ჰქონდეს სპეციალური ორგანული კანონი, რომელიც განსაზღვრავს ამ ტერიტორიის ფუნქციონირებას მომავალში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კანონს რატომ არ იღებენ, ამასაც ხომ არ სჭირდება ინვესტორი? ორგანული კანონის მიღება ანაკლიის შესახებ შეუძლია პარლამენტს, სადაც უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. არ არის ამ მმართველობის ინტერესში ამ პროექტის განხორციელება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ეს პროექტი აუცილებლად აღდგება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხილეთ ambebi.ge-ს სპეცპროექტი: „როგორი იქნებოდა საქართველო, ანაკლიის პორტი რომ აშენებულიყო?“

AutoPlay
ფილარმონიასთან შეკრებილებმა ფემიციდის შემთხვევები დაგმეს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
მედია - დიდ ბრიტანეთში “მაიმუნის ყვავილი” ვრცელდება და ყოველდღიურად, ახალი შემთხვევები ვლინდება
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
უკრაინა და პოლონეთი ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
"არ მომიკლა დედა" - ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ვიცავთ საერთო სამყაროს, სახელწოდებით - თავისუფლება და დამოუკიდებლობა, იმ დროს, როდესაც ვიღაც კოსმიური მასშტაბის ბარბაროსობას სჩადის
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები