საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში საინჟინრო ქვედანაყოფების საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2018“ ჩატარდა.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიტუაციური წვრთნების დასკვნით ნაწილში საინჟინრო მესანგრეთა ბატალიონმა და სხვა ქვედანაყოფებმა კულმინაციური სწავლება ხონში, VI საარტილერიო ბრიგადის პოლიგონზე ჩაატარეს.სწავლების დასასრულს, ხუთი სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა, ხოლო თერთმეტ სამხედროს საპატიო სიგელები გადაეცა და დასავლეთის სარდლის მადლობა გამოეცხადა.