უკვე თხუთმეტი წელია "თავისუფალ თეატრში" სპექტაკლი "ჯინსების თაობა" ანშლაგით ტარდება. დავით დოიაშვილისა და ავთანდილ ვარსიმაშვილის ერთობლივი სპექტაკლი მაყურებელში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. რა არის მიზეზეი - თემა, რომელიც ქართველებისთვის ყოველთვის საინტერესო და აქტუალურია, ამ სპექტაკლში კიდევ უფრო დრამატულად და მძაფრად არის გადმოცემული.გადავწყვიტეთ ვესტუმროთ თავისუფალ თეატრს და კიდევ უფრო დეტალურად გავიგოთ ამ სპექტაკლის კულუარები.