აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებული თანამშრომლები პროტესტის აქციას კვლავ მართავენ. აქცია ამ წუთებში რუსთავში შარტავას ქუჩაზე მიმდინარეობს. მათ პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელები და აუდიტორია 115-ის წევრები შეურთდნენ. მათ გზაც გადაკეტეს, რასაც მათსა და საპატრულო პოლიციას შორის შეხლა შემოხლა მოჰყვა, რა დროსაც "აუდიტორია 115"-ის წამომადგენელი დაშავდა. 350 თანამშრომელი საწარმოდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. ქარხნის დირექტორი მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს.