ხელისუფლების წარმომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურასა და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები მნიშვნელოვანია მომავალი წლების დაგეგმვის პროცესსში რადგან უშუალოდ, მოსახლეობის მხრიდან იღებენ ზუსტ ინფორმაციას კონკრეტული სოფლებისა თუ დასახლების საჭიროებების შესახებ.