შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები კოორდინაციის გაძლიერების მიზნით ცალკეული სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ცაციაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა განსაკუთრებით, ქალთა მიმართ ძალადობისა და არასრულწლოვანთა მიერ ან მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე.