პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფარულ-მოსმენა მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ოპოზიციონერი კოლეგის, თინა ბოკუჩავას კრიტიკულმა გამოსვლამ გააღიზიანა.ბესელიამ ბოკუჩავა პარლამენტის ტრიბუნიდან უვიცობის დემონსტრირებაში დაადანაშაულა და მიმართა, რომ წარმოდგენა არ აქვს, რას ეხება კანონპროექტი. დეპუტატებს შორის კამათის შეჩერება სცადა სხდომის წამყვანმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც კოლეგებს ერთმანეთის მისამართით კორექტულობის გამოჩენა სთხოვა.