ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში გაჩენილი ხანძრი,ხან ვიღაცის ინტერესებს, ხან გაუმართავ ელქტროობას და ხანაც დაუდევრობას ბრალდება. ხშირ შემთხვევაში მიზეზი გაურკვეველია...რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები ბაზრობებზე, სავაჭრო ცენტრებსა თუ მაღალსართულიან სახლებში?! ამ კითხვას რამდენიმე დღის წინ ელიავას ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძარმა, აქტუალობა კიდევ უფრო მეტად შესძინა. „პალიტრანიუსმა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტოკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელთან ერთად სავაჭრო ობიექტების მონახულება გადაწყვიტა.