შემოსავლების სამსახური - ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულ პირებს საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზად არის დახმარება გაუწიოს ელიავას ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით.
როგორც შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, დაზარალებული პირების იდენტიფიცირების შემდეგ, ადგილზე მოხდება ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურებ, რის მერეც დაზარალებულ პირებს საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ.