18:28
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შემოსავლების სამსახური კომპანიებს მოუწოდებს, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები დროულად წარმოადგინონ
20-05-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდებს,  დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები  დროულად წარმოადგინონ. უწყება კომპანიებს შეახსენებს, რომ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან  -იანვარი, თებერვალი და მარტი რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. ამჟამად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, დაახლოებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე აქვს წარდგენილი ინფორმაცია 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს. მათივე განმარტებით, კომპენსაციის გაცემის პროცედურა, მონაცემების დამუშავებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში მოხდება.

AutoPlay
სამთვიანი პაუზის შემდეგ რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებისა და უსაფრთხოების სხვა წესების დარღვევებზე შესაძლოა ჯარიმები დაწესდეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჩინეთი - რასობრივი დისკრიმინაცია აშშ-ის სოციალური დაავადებაა, ქვეყანაში ადამიანთა უფლებები დაცული უნდა იყოს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
"ლავასოღლის" ოჯახის წევრები - ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და შემდეგი იქნება რადიკალური
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
მეზვრიშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამის ანგარიში დეტალურად ასახავს მთავრობის გადადგმული ნაბიჯების შესაბამისობას პრიორიტეტებთან
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები