შემოსავლების სამსახური სასაზღვრო პუნქტებზე საკარანტინო კონტროლის გამკაცრების მიზნით საჭირო ინვენტარის შესყიდვას გეგმავს.
გამარტივებული შესყიდვის თაობაზე სამსახურის განცხადება ჯერ განხილვის პროცესშია. შესყიდვის ღირებულება 357 ათას 95 ლარია.
რაც შეეხება შესასყიდ საქონელს, შემოსავლების სამსახური გეგმავს მათ შორის - ერთჯერადი ხალათების, სამედიცინო სათვალეების (დამცავი ფარით), ზედაპირების დასასუფთავებელი სითხის, თერმოსკანერების (თერმოკამერა), ნიღბების, ქუდების, სამედიცინო კომბინიზონების შესყიდვას.