რამდენიმე დღის წინ, „პალიტრანიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დუშეთის შშმპ-თა პანსიონატის ბენეფიციარმა თვითდაზიანება მიიყენა. თინათინ ბლიაძის თქმით, მიზეზი, რის გამოც პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა, დაწესებულებაში არსებული უმძიმესი პირობები და სხვა ბენეფიციარების მხირდან მასზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფაა.