შენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი წამით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენების პროცესი გაგრძელდეს და შენება არცერთი წამით არ შეჩერდეს. როგორც გახარიამ მშენებლებთან და დეველოპერებთან შეხვედრაზე განაცხადა ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით ქვეყნის წარამტებები საერთოდ დაკარგავს ყველანაირ ფასს და აზრს თუ ეკონომიკა არ გაიხსნა. მისივე თქმით, მშენებლობა კრიზისამდე და პანდემიამდე შეადგენდა ქვეყნის შიდა პროდუქტის 9%-ს და ქვეყნის ყველაზე მზარდი სექტორი იყო სადაც 120 ატასი ადამიანი იყო დასაქმებული. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშენებლობის სექტორზეა დამოკიდებული სამშენებლო მასალები, ავეჯი, სარემონტო სამუშაოები, ტექნიკებით ვაჭრობა და აღჭურვა.