ევროლიგის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე მოსკოვის ოლქის "ხიმკი" 83:79 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა 25 წუთში 8 ქულა 4 მოხსნა 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +11-ს გაუტოლდა. 22 ქულით ბომბარდირი და მარგი ქმედების 29-იანი კოეფიციენტით MVP ბასკონიელი შევონ შილდსი გახდა. "ბასკონია" 8 ქულით მე-14 ადგილზეა და 30 იანვარს პირეოსში "ოლიმპიაკოსს" შეხვდება.