ფლორიდას შტატის ქალაქ ორლანდოში ცეცხლის გახსნის შედეგად დიდი მსხვერპლია, - აღნიშნულის შესახებ ორანჯ-ქაუნთის შერიფის ოფისმა გააკეთა განცხადება.„შერიფის ოფისის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას მუშაობენ, სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის აყვანილი. დიდი მსხვერპლია. შერიფი დამატებით ინფორმაციას პირველივე შესაძლებლობისას გაავრცელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.CNN-ის ინფორმაციით, სროლა ერთ-ერთ შენობაში მოხდა, სადაც ოფისები მდებარეობს.