გიორგი შერმადინს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს და ქართველი მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშე. მე-18 ტურში „იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა „ესტუდიანტესთან“ ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. გიორგიმ 21 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. ამასთან, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა, რაც არამხოლოდ მატჩში, მთლიანად ტურში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა. მიმდინარე სეზონში ტურის MVP მე-10, მე-12 და მე-14 ტურებშიც გახდა. გარდა ამისა, დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც მიიღო, რაც ევროპის საუკეთესო შიდა ჩემპიონატში მცირე აღიარება ნამდვილად არაა.