ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" რუსეთში "ნიჟნი ნოვგოროდთან" 72:75 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა 28 წუთში 19 ქულა 7 მოხსნა 6 პასი 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +28ს გაუტოლდა. მასზე მეტი მხოლოდ მასპინძელთა გუნდის კალათბურთელმა ბრენდონ ბრაუნმა ჩააგდო (26), რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი ასევე 28-ს გაუტოლდა. ეს ტურნირზე "იბეროსტარის" პირველი წაგება იყო, 7 მოგებით კვლავ ლიდერია და 17 დეკემბერს "მორნარს"უმასპინძლებს.