ლიგა ენდესის მე-20 ტურში, გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" საკუთარ მოედანზე "ბარსელონასთან" 83:87 დამარცხდა. ქართველი ცენტრი პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, 26 წუთში 20 ქულა 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +20-ს გაუტოლდა, რაც ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. გიორგიზე მეტი, 24 ქულა მხოლოდ ტენერიფელმა სასუ სალინმა ჩააგდო და მარგი ქმედების 29-იანი კოეფიციენტით MVP გახდა. შეგახსენებთ, რომ იბეროსტარი 13 მოგებით მეოთხე ადგილზეა.