ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" საკუთარ მოედანზე ბელგიის "ოსტენდე" 85:75 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 24 წუთი გაატარა რა დროშიც 25 ქულა 5 მოხსნა 1 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ამას გარდა გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი +28-ს გაუტოლდა, საუკეთესო კი უერტასი იყო, რომლის კოეფიციენტიც 29 გახლდათ. სერია 2 მოგებამდეა.
შემდეგი მატჩი 10 მარტს ბელგიაში ჩატარდება და თუ "ოსტენდემ" მოიგო, გადამწყვეტი შეხვედრა ტენერიფეში გაიმართება.