შესყიდვების სააგენტოს „შავ სიაში“ 592 კომპანია მოხვდა - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, „შავი სიის“ წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ახორციელებს არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრის, ე.წ. „შავი სიის“წარმოებასაც.
„შავ სიაში“ მიმწოდებლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სააგენტოში წარმოდგენილი იქნა 807 მომართვა. აქედან 592 შემთხვევაში მიმწოდებლები სააგენტოს მიერ დარეგისტრირდნენ „შავ სიაში“, ხოლო 138 მიმწოდებელს გაფრთხილება მიეცა.
რაც შეეხება „თეთრ სიას“, ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციური მიმწოდებლის რეესტრში,ე.წ. “თეთრ სიაში“ ეკონომიკური ოპერატორების მოხვედრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ჯამურმა რაოდენობამ 192 შეადგინა.
რეგისტრაციასთან და რეგისტრაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებული იქნა ჯამში 126 გადაწყვეტილება, უარი ეთქვა 2 შემთხვევაში, ხოლო განუხილველად დარჩა 64 შემთხვევა.