იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას იტალიელ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის მერიაში "ტორპედოთი" დაინტერესებულ იტალიელ ინვესტორ ფაბრიციო მანინისთან შეხვედრა გაიმართა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, იტალიურ მხარესთან შეთანხმება შედგა და "ტორპედო" ახალ სეზონს ეროვნულ ლიგაში დაიწყებს. ჭიღვარიას განცხადებით საფეხბურთო კლუბის პრობლემები გადაჭრილია , დარჩა მხოლოდ ტექნიკური საკითხები, რომლებიც კლუბის გადაცემასთანაა დაკავშირებული.