შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ და რამდენიმე წევრმა კომისია დატოვა. როგორც ქორიძემ აღნიშნა განცხადება კომისიიდან გასვლის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე ჩააბარა. მისივე ინფორმაციით, ანალოგიური გადაწყვეტილება უკვე მიიღო ეკა გიგაურმა და კომისიის კიდევ რამდენიმე წევრმა. აღსანიშნავია, რომ ეკა გიგაურმა კომისიის დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელშიც დაწერა. მისივე თქმით, პრეზიდენტი არა განახლებას აპირებს კომისიის, არამედ შევსებას, რადგან მისი ინფორმაციით, სხვა წევრებიც აპირებდნენ კომისიის დატოვებას.