ხალვაში, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის წილის 60% მიაკუთვნა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. სამაუწყებლო კომპანიაში ის უახლოეს მომავალში შევა, თუმცა ეს არ მოხდება ძალდატანებით. სამომავლო გეგმებზე ხალვაში ტელეკომპანია იმედს ესაუბრა. მისი თქმით, რუსთავი 2 არ იქნება პარტიული ტელევიზია, ის იქნება კრიტიკული და მთელი საქართველოს ტელევიზია. ხალვაში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადამიანები რომლებიც ამბობენ, რომ არ დათმობენ რუსთავი 2-ს და დგანან ბარიკადებზე, ისინი არა თავისუფალ სიტყვას, არამედ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს იცავენ. მისივე თქმით, ყველა ის პროფესიონალი ადამიანი, რომელიც დარჩენას მოინდომებს შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. როგორც განაცხადა, თუკი რუსთავი 2 წამგებიანი ბიზნესი იქნება, ის ტელეკომპანიას გაყიდის.