"შევამციროთ პლასტიკით დაბინძურება" - გარემოს დაცვის დღესთნ დაკავშირებით აქციის მონაწილეებმა ქალაქ მცხეთის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. გარემოში პლასტიკის სრულ დაშლას 100 წელზე მეტის ჭირდება, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კი ბოლო წლებში საქართველოში პლასტიკის პარკების მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით 1973 წლიდან აღინიშნება. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ და გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას. აქცია,კამპანია "დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ჩატარდა.