შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, ხაშურში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა წიწვოვანი სახეობის მერქანით დატვირთული სამარშრუტო ტაქსი, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებისას დატოვა და მიიმალა., მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება.