შიდა ქართლში პესტიციდების და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტო აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.
ბიზნესოპერატორები 2000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით განადგურება დაევალათ, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.