პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა - „იმოგზაურე საქართველოსთვის“ დააანონსა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას პროგრამაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. მან მოქალაქეებს მიმართა და სთხოვა, წელს საქართველოში დაისვენონ და ჩვენი ქვეყანა თავიდან აღმოაჩინონ.