საქართველოში აივ შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს C ჰეპატიტის განკურნების სარეკორდო მაჩვენებელი 98.7 % აქვს, ხოლო შიდსით დაავადებულებში C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 95.6 %-ია. მისივე თქმით, გამოვლენილ შიდსით დაავადებულებში, C ჰეპატიტი აღმოფხვრილია, თუმცა, სახელმწიფომ ახლა უნდა იზრუნოს შიდსით დაავადებულების აღმოსაჩენად.
ცერცვაძის ინფორმაციით, შიდსით დაავადებულთა შემდეგ მიკროელიმინაციის პროგრამა პატიმრებს, ჰემოფილიით ავადმყოფებს, დიალიზზე მყოფებსა და ინტრავენულ ნარკომანებს მოიცავს.