2019 წლის „შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ თანახმად, 117 ქვეყანას შორის საქართველო 39-ე ადგილს იკავებს. ანგარიში Concern Worldwide-მა და Welthungerhlife-მა მოამზადეს.
„შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ 2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 2000 წლიდან გლობალური მასშტაბით შიმშილობის დონე მცირდება, თუმცა, მეტი აქტივობის განხორციელებაა საჭირო.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შიმშილობის თვალსაზრისით ყველაზე საგანგაშო ვითარება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშია. ასევე, 5 ქვეყანაში - სირიის არაბულ რესპუბლიკაში, ჩადში, იემენში, მადაგასკარსა და ზამბიაში სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ თვალსაზრისით, საგანგაშო მდგომარეობაა. გარდა ამისა, კიდევ 42 ქვეყანაში შიმშილობის კუთხით, სერიოზული და საყურადღებო ვითარებაა.
აღსანიშნავია, ისიც რომ საქართველოზე უკეთესი პოზიცია ინდექსში მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს უჭირავს.